ავიაკატასტროფას ლაოსში მინისტრები ემსხვერპლნენ

ლაოსში სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, – ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. თვითმფრინავს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები გადაჰყავდა. თვითმფრინავში 18 ადამიანი იმყოფებოდა.
ავიაკატსტროფას ლაოსის თავდაცვის მინისტრი დონგჩუ პიჩიტი, ასევე ლაოსის მერი, ერთ-ერთი მინისტრი და მისი მეუღლე ემსხვერპლა. სულ გარდაცვლილია 15 ადამიანი.
თვითმფრინავს მინისტრები ლაოსის დედაქალაქიდან ქალაქ ქსიანგკუნგში ოფიციალურ ცერემონიაზე დასასწრებად გადაჰყავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები