წინასწარი ინფორმაციით, დარიალის ხეობაში 3 ადამიანი დაიღუპა

  დარიალის ხეობაში მთის მოწყვეტის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „კვირას“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შალვა ელოშვილმა განუცხადა.
წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 3 თურქი მუშა, რომლებიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდნენ. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხალხი მოყოლილია გვირაბშიც, რომელთა გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხედება. ადგილზე მობილიზებულია შსს-ს სამაშველო სამსახური, ასევე საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო დახმარების ბრიგადები. დარიალის ხეობაში მთა დღეს მოწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები