კრამატორსკში ტერორისტები აეროდრომს დაესხნენ თავს

   სამხედრო – პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა და ჯგუფ “საინფორმაციო წინააღმდეგობის” წარმომადგენელმა დიმიტრი ტიმჩუკმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ გუშინ, 17 მაისს, 5:00 საათზე კრამატორსკის აეროდრომს ტერორისტები დაესხნენ თავს. მისი ინფორმაციით, აეროდრომი ავტომობილზე დამონტაჟებული ავტომატური დაზგური ყუმბარმტყორცნით დაიბომბა.
“კონკრეტულად გამოვლენილია რუსული წარმოების ყუმბარმტყორცნი “АГС-30 (6Г25)”. უკრაინელ ძალოვანებს ასეთი იარაღი არ აქვთ”,- წერს ტიმჩუკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები