ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, დადასტურებულად მიიჩნია ნიკანორ მელიას მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.
სასამართლომ პოლიციის თანამშრომლისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელის შეშლისთვის და მათი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის, საქართველოს პარლამენტის წევრი სამართალდამრღვევად ცნო და მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 3000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
საქმე ეხება, 2018 წლის 11 ივნისს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, მიმდინარე საპროტესტო აქციას, რა დროსაც, მოქმედი დეპუტატი, გადავიდა საავტომობილო გზაზე, რითაც ხელი შეუშალა ტრანსპორტის გადაადგილებას.
პოლიციელების არაერთგზის მოწოდებისა გაეთავისუფლებინა სავალი ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ნიკანორ მელია არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები