მრევლმა და სასულიერო პირებმა ფილარმონიიდან სამების მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს

 ფილარმონიიდან სამების მიმართულებით მართლმადიდებელმა მრევლმა და სასულიერო პირებმა მსვლელობა დაიწყეს. მთავარი ლოზუნგი – “17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა” მსვლელობის მონაწილეებს დიდი ტრანსფარანტების სახით აქვთ წარმოდგენილი. ასევე მრევლს აქვს სხვადასხვა სახის პლაკატი წარწერით: “არც ერთი მორწმუნე არ მიიღებს ამ კანონს”, “სულიერი სიკვდილი ფიზიკურზე საშინელია”, “მამათმავლობა ცოდვაა, გარყვნილება და პათოლოგიაა” და ა.შ.
მსვლელობის გამო რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია. სასულიერო პირები გზას აკურთხებენ, მსვლელეობის მონაწილეები კი საგალობლებს ასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები