მართლმადიდებელი მრევლი ფილარმონიიდან სამების ტაძრამდე მსვლელობისთვის ემზადება
მართლმადიდებელი მრევლი ფილარმონიასთან იკრიბება. ფილარმონიასთან რამდენიმე ასეული პირია შეკრებილი. როგორც დეკანოზი დავით ისაკაძე აცხადებს, ისინი ქართული ტრადიციული ოჯახის დაწესების დღეს ზეიმობენ და ფილარმონიიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობას გამართავენ.
ფილარმონიიდან მსვლელობა 10:00 საათზე დაიწყება. თბილისში ამ დროისთვის პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული. განსაკუთრებული მობიზილება რუსთაველის გამზირზე, კაფე “გალერისთან” შეინიშნება. აქ პოლიციელებს ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული.