რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ენერგეტიკულ სფეროს არ შეეხება
ევროკავშირის უმაღლესი კომისარის ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერის განაცხადებით, ევროკავშირში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ენერგეტიკულ სფეროს არ შეეხება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“რუსი პარტნიორები 40 წელია ბაზარზე ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი მომწოდებლები არიან. ახლა ჩვენ შევთანხმდით, რომ ევროკავშირის მხრიდან რუსეთის ენერგოსექტორზე სანქციები არ გავრცელდება. რუსეთი გაზს გვაწვდის – ევროკავშირი ამ გაზის საფასურს იხდის. ამგვარად, არ გვინდა, გაზის მიწოდება იარაღად ვაქციოთ”, – აღნიშნა ოტინგერმა.