“მოდით, ხვალ პარლამენტის წინ ერთად ვიზეიმოთ ოჯახისა და ტრადიციების დაცვის დღე“
დიაკონი ელიზბარ დიაკონიძე საზოგადოებას თბილისში ხვალ დაგეგმილ მშვიდობიან მანიფესტაციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. “საპატრიარქოს დღევანდელი მოწოდება ყურადსაღებია. მე ადამიანებს ვთხოვ, ხვალ ოჯახებით ერთად მოვიდნენ პარლამენტის წინ. ხვალ პირველად უნდა ავღიშნოთ მისი უწმინდესობის მიერ ოჯახისა და ტრადიციების დაცვის დღე. ჩვენ ერთად დავგმობთ იმ პირების ქმედებებს, ვისაც სახელს ვულამაზებთ და ლგბტ-ებს ვუწოდებთ, მე მათ სექსუალურ ორიენტაცია გაუკუღმართებულებს დავარქმევდი“,-განაცხადა დიაკონმა “რუსთავი 2“-ის ეთერში.
17 მაისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი მანიფესტაციის მოწყობა იგეგმება. როგორც “გვარის წინამძღოლთა დარბაზის” წარმომადგენელი აცხადებს, აქცია მშვიდობიანი იქნება. მიხეილ ანდღულაძის თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ ხვალ ხელმოწერებს შეაგროვებენ და მასში ცვლილებების შეტანას მოითხოვენ.
როგორც უფლებადამცველი გიორგი გაბედავა აცხადებეს, 17 მაისი ოჯახის და ტრადიციების დაცვის დღედ არის გამოცხადებული და მსვლელობა ლოცვით მოეწყობა.