„რესპუბლიკელებს“ საქართველო შემოუბრუნებიათ” – დავით უსუფაშვილის კამპანიის ლოგო ქილიკის მიზეზია

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის კამპანიის ლოგოს, რომელზეც უსუფაშვილის საარჩევნო სლოგანი და მისი ფოტოა ასახული, ფეისბუქპოსტით ეხმაურება.
ფოტოზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრების რუკა შეტრიალებულია.
“აჰა, „რესპუბლიკელებს“ საქართველო შემოუბრუნებიათ… რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე მიგვანიშნებს დავითი, რაღაც ძალიან არსებითზე“, – წერს ნუგზარ წიკლაური.
ფოტოს სოცქსელის მომხმარებლებიც აქტიურად აზიარებენ და ის ქილიკის საბაბად იქცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები