სერგეი სტანიშევი: დღეს თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობთ და ეს პარტია „ქართული ოცნების“ მიღწევაცაა

“გულწრფელები უნდა იყოთ და ჰკითხოთ საკუთარ თავს, ცხოვრობს თუ არა უფრო თავისუფალი ცხოვრებით, თავისუფალი საზოგადოებით დღეს და პასუხი იქნება, რა თქმა უნდა, “დიახ”. ეს პარტია „ქართული ოცნების“ მიღწევაცაა”,- ამის შესახებ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ პრეზიდენტმა, სერგეი სტანიშევიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი ყურადღებით საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდება.
„ეს კარგია, რადგან დემოკრატია გაუმჯობესების მუდმივი პროცესია და არასდროსაა სრულყოფილი. თქვენ დაიწყეთ ძალიან ავტორიტარული წესებიდან, რომელიც შექმნა სააკაშვილმა, რეალურად, კანონის უზენაესობის, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ბალანსის გარეშე. ვფიქრობ, გულწრფელები უნდა იყოთ და ჰკითხოთ საკუთარ თავს, ცხოვრობთ თუ არა უფრო თავისუფალი ცხოვრებით, თავისუფალი საზოგადოებით დღეს და პასუხი იქნება, რა თქმა უნდა, “დიახ”. ეს პარტია „ქართული ოცნების“ მთავრობის მიღწევაცაა. ევროკავშირი ძალიან ყურადღებით აკვირდება პროცესებს საქართველოში, ევროპარლამენტის რეგულარული ანგარიშები და ქვეყნის პროგრესი უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებსა და მიღწევებს. ვფიქრობ, ფაქტი, რომ ქართველებს შეუძლიათ ისარგებლონ ვიზალიბერალიზაციის სისტემით, სწორედ ამ რეალური პროგრესის, ასევე, „ქართული ოცნების“, მმართველი პარტიისა და მთლიანად, ქართული საზოგადოების დამსახურებაა”, – განაცხადა სერგეი სტანიშევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები