თამარ ხულორდავა: ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური, რეალისტური და ობიექტური დასკვნა მოამზადა

„ევროპარლამენტმა, საქართველოსთან დაკავშირებით, ძალიან რეალისტური და ობიექტური დასკვნა მოამზადა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა.
„ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ევროპული ინტეგრაციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს დასკვნა იყოს პოზიტიური და ასახავდეს რეალობას, იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანას აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ხულორდავამ.
დეპუტატის განცხადებით, სამწუხაროა, როდესაც ოპოზიცია ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე, ცდილობს დასკვნაში უარყოფითი აქცენტების გამახვილებას.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენთან ერთად გამოხატავდნენ სიხარულს, მაშინ, როცა ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად ფასდება ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ისინი ევროპარლამენტში მაქსიმალურად ცდილობენ, თავისი პარტიული კონტაქტების გამოყენებით, შეცვალონ პოზიტიური ჩანაწერები ანგარიშში”, – განაცხადა დეპუტატმა.
თამარ ხულორდავას შეფასებით, ეს დასკვნა არ არის ჯერ საბოლოო და კვირის განმავლობაში, ევროპარლამენტარებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ცვლილებების ინიცირება მოახდინონ.
,,საბოლოო დოკუმენტი გვექნება ნოემბრის ბოლოს, სავარაუდოდ, როდესაც ევროპარლამენტი მას კენჭს უყრის. დაველოდოთ საბოლოო ანგარიშს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან პოზიტიური იქნება”, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები