„ჩვენმა გუნდმა შეძლო, საქართველოში ჩამოეყვანა ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს შესახებ მთელ მსოფლიოში ისაუბრებენ“

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომელსაც პოლიტიკოსები 50-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, როგორი ძლიერი კავშირები აქვს „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო პოლიტიკაში.
„აქ დღეს ჩამოსული არიან წამყვანი, ლიდერი პოლიტიკური პარტიები და მათი ინტერესი არის ძალიან დიდი იმის მიმართ, თუ რა რეფორმები გაატარა საქართველომ, როგორ შეცვალა კონსტიტუცია და ის საარჩევნო სისტემა და კამპანიები, რომლებიც ტარდება საქართველოში. პირადად მე, გახლავართ ერთ-ერთი მომხსენებელი საარჩევნო კამპანიებთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონფერენციის შინაარსს, ეს, ძირითადად, უკავშირდება შრომით ბაზარს, შრომის საკითხებს, რა თქმა უნდა, დასაქმებასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა და ყველა ქვეყანა თავის გამოცდილებას წარმოადგენს.
მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ჩვენმა გუნდმა შეძლო, საქართველოში ჩამოეყვანა ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს შესახებ მთელ მსოფლიოში შეიძლება ისაუბრონ. ეს არის დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა და ეს არის ქვეყნის მხარდაჭერა, როდესაც ასეთი ადამიანები – საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის გამოჩენილი ლიდერები – არიან დღეს თბილისში“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები