გლდანში, ალმოდებული ბინიდან მაშველებმა 4 მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის, 2 ბავშვია (ვიდეო)

თბილისში, გლდანი II მ/რ-ში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია საოჯახო ნივთები – 60 კვ. მ. ფართი. მათივე ცნობით, ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსის მე-9 სართულიდან 4 მოქალაქე გამოიყვანეს. მათ შორის, 2 მცირეწლოვანი ბავშვი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები