თამარ ჩუგოშვილი: პოლიტიკური პარტიისთვის დიდ ევროპულ პარტიებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია

„პოლიტიკური პარტიისთვის დიდ ევროპულ პარტიებთან ასოცირება და თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ჩუგოშვილი პროგრესული ალიანსის კონფერენციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ღონისძიება საქართველოს შესახებ სხვადასხვა ქვეყნებში სწორ წარმოდგენებს შექმნის.
“როგორც პოლიტიკური პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიდ ევროპულ პარტიებთან ასოცირება და თანამშრომლობა. ჩვენს შემთხვევაში ჩვენ ვართ ევროპელი სოციალისტების წევრი პარტია, „ქართულ ოცნებაზე“ ვსაუბრობ. ეს ღონისძიება პირველად ტარდება საქართველოში, ამ მასშტაბის, როცა თითქმის ყველა წევრი პროგრესული ალიანსის სტუმრობს საქართველოს და მათი ეს წლიური შეხვედრა იმართება ჩვენს ქვეყანაში. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო პარტიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ეს შესაძლებლობა საშუალებას აძლევს ძალიან ბევრ პოლიტიკოსს ძალიან ბევრი ქვეყნიდან, უკეთ გაიცნოს საქართველო, ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღოს იმაზე თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რა პროცესებს გავდივართ და შესაბამისად ინტერესიც და ყურადღებაც ჩვენი ქვეყნის მიმართ გაიზარდოს ფაქტობრივად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება ჩვენი ქვეყნის შესახებ კიდევ უფრო სწორ წარმოდგენებს შექმნის სხვადასხვა ქვეყანაში”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები