დიმიტრი ცქიტიშვილი: საინტერესო ორდღიანი კონფერენცია გველის, რომელიც საერთაშორისო შრომით გამოწვევებს ეხება

 

საპარლამენტრო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი „პროგრესული ალიანსის“ საერთაშორისო კონფერენციის „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“ მნიშვნელობაზე საუბრობს.
პროგრესული ალიანსის საერთაშორისო კონფერენცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით 7-8 სექტემბერს გაიმართება და მას საქართველოში მსოფლიოს სხვადაახვა ქვეყნიდან 50-ზე მეტი სტუმარი დაესწრება.

„ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება, სადაც ჩვენს პარტნიორ კოლეგებთან ერთად გლობალურ საკითხებს განვიხილავთ. 50-ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, აზიის, აფრიკის, ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან მიიღეებს ღონისძიებაში მონაწილეობას. დისკუსიები გაიმართება თანამედროვე ციფრულ ეპოქაში შრომის გამოწვევებზე, ადამიანურ რესურსებზე. სამუშაო ბაზარზე გარკვეული ცვლილებები ხდება და ადამინის როლი მცირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ბევრი ქვეყნისთვის. ბევრი საინტერესო სპიკერი გვეყოლება, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები, მათ შორის, ჩვენი ერთ-ერთი ახლო მეგობარი და პარტნიორი ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტი ბატონი სერგეი სტანიშევი. საინტერესო ორდღიანი სამუშაო რეჟიმი გველის; საშუალება გვექნება გლობალური გამოწვებების ნაწილში საქართველომ თავისი კონტრიბუცია შეიტანოს, რათა საერთაშორისო შრომით ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე წვდომით ახალი ტექნოლოგიური ეპოქისთვის მზად ვიყოთ,“ – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები