ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ეყოლება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მოადგილედ გიორგი წოწკოლაური ინიშნება. იგი მიხეილ დუნდუას შეცვლის, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსად დაინიშნა.
სამინისტროში აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მათივე ინფორმაციით, დანიშვნის შესახებ ოფიციალური ბრძანება ჯერ არ არსებობს.
ცნობისათვის, გიორგი წოწკოლაური პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს უხელმძღვანელებს. იგი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები