ოთარ კახიძე: მ.კ.-ს არ წარუდგინეს ბრალდება დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობისთვის

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში, კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე საუბრობს.
„როგორც მოგეხსენებათ, სასამართლომ ვერ დაადგინა, თუ ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი.
საგამოძიებო კომისიამ გამოავლინა – როგორ დააფარა ხელი გამოძიებამ და პროკურატურამ სუბელიანის ნათესავს – მ.კ.-ს, რომელიც მონაწილეობდა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში:
1. მ.კ.-ს მიმოწერა, რომლითაც მან ორგანიზება გაუწია საქმის გასარჩევად მისვლა – არ ამოიღეს;
2. ფაქტი – როგორ იღებს მ.კ. ჯიბიდან რაღაც საგანს და აჩვენებს მის მეგობრებს – კამერის ჩანაწერიდან არ დააფიქსირეს;
3. მ.კ.-ს სახლი არ გაჩხრიკეს და არ მოძებნეს ცივი იარაღი;
4. მ.კ.-ს ტანსაცმელი, რომელზეც იცოდნენ, რომ სისხლიანი იყო, არ ამოიღეს;
5. მოწმე, რომელიც ამბობდა, რომ მ.კ.-მ ჩხუბის დაწყების წინ ხელი ჯიბეში ჩაიყო – გააჩუმეს;
6. მოწმეები, ვინც იცოდა, რომ მ.კ.-ს ჰქონდა რაღაც საგანი და მას იყენებდა დავით სარალიძის წინააღმდეგ ჩხუბში – ან საერთოდ არ დაკითხეს, ან ამ თემაზე კითხვაც კი არ დაუსვეს;
7. მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, მ.კ. ჩხუბის დასაწყისში გაიყვანეს ფარდულიდან და ის ჩაანაცვლეს გ.ბ.-ით, რომელსაც ლევან დადუნაშვილი ჰყავდა მოკლული.
და ბოლოს – მ.კ.-ს არ წარუდგინეს ბრალდება დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობისთვის.
დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ – “აღნიშნულს არ მოუხდენია გავლენა საქმის გამოძიების საბოლოო შედეგზე”.
შეფასებები თავად გააკეთეთ“, – წერს ოთარ კახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები