მდინარაძე ხორავას ქუჩის საქმეზე: ვფიქრობთ, რომ გამოძიება საჭიროებს დახვეწას, მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება რეკომენდაციებით გათვალისწინებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმცირესობა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, საერთო დოკუმენტზე ვერ შეჯერდებიან.
მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი კომისიას სთავაზობს, კენჭი უყაროს დასკვნას, რომელშიც მკაცრად არის გაწერილი იმ საგამოძიებო ხარვეზების შესახებ, რაც გამოძიების პროცესში სარალიძის საქმესთან დაკავშირებით იქნა დაშვებული.
„ნაცვლად აბსოლუტურად პოლიტიკური დოკუმენტისა, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი და არგუმენტი, ჩვენ ვთავაზობთ კომისიას, კენჭი უყაროს დასკვნას, რომელშიც მკაცრად არის გაწერილი იმ საგამოძიებო ხარვეზების შესახებ, რაც გამოძიების პროცესში სარალიძის საქმესთან დაკავშირებით იქნა დაშვებული, რამაც იქონია გავლენა მტკიცებულებების ხარისხზე. ასევე, ვფიქრობთ, რომ გამოძიება საჭიროებს დახვეწას, მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება რეკომენდაციებით გათვალისწინებული. ეს ცვლილებები (საგამოძიებო ორგანოების მაღალი ეფექტიანობა) მუშაობის პროცესში უზრუნველყოფს, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს, რომელიც გამოიკვეთა კომუნიკაციის მომენტში. არ მაქვს ილუზია, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები კენჭს უყრიან ამ დასკვნას, მაგრამ ვალდებული ვიყავით, ჩვენი მოსაზრებები გადმოგვეცა,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები