ობამამ 9/11 ტრაგედიის მემორიალური მუზეუმი გახსნა

ბარაკ ობამამ ნიუ-იორკში ოფიციალურად გახსნა 9/11 ტრაგედიის მემორიალური მუზეუმი, რომელიც ტყუპი ცათამბრჯენების ადგილზე ააგეს. ცერემონიალის დაწყებამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მეუღლესთან ერთად მუზეუმის ექსპოზიცია დაათვალიერა. მასთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი, ექსპრეზიდენტი ბილ კლინტონი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ჰილარი კლინტონი.
დამთვალიერებლისთვის მუზეუმი 21 მაისს გაიხსნება. მასში წარმოდგენილია გარდაცვლილთა პირადი ნივთები, განადგურებული ტყუპი-ცათამბჯენების ფრაგმენტები და ფოტოები, რომლებიც ტრაგედიას ასახავენ. შეგახსენებთ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს “ალ-ქაიდას” მიერ განხორციელებული ტერაქტების შედეგად ნიუ-იორკში თითქმის 3 ათასი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები