ბრალდებულს, რომელმაც მამაკაცი გულ-მკერდის არეში დანით დაჭრა, 7 წელი და 6 თვე მიესაჯა

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 8 თებერვალს, ქ.თბილისში ლ.კ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით გ.ა-ს გულმკერდის არეში დანით ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ.ა-მ სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცავებმა ლ.კ. 2018 წლის 10 თებერვალს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“,- აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები