ნორიოში ნაცემი ჯარისკაცი სამთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა

ნორიოს ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავდაცვის სამინისტროს პირველი საარტილერიო ბრიგადის სამხედრო პირებს შორის, მიმდინარე წლის მაისში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებული ჯარისკაცი – სერგო ჯიმშერაშვილი რამდენიმეთვიანი კომის შემდეგ, გარდაიცვალა. სერგო ჯიმშერაშვილმა თავის ტვინის დაზიანებები მიიღო, ის 1-ელ სექტემბრამდე, კომაში იმყოფებოდა, ის 3 დღის წინ, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
საქმეზე გამოძიებას, 28 მაისიდან, შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველო აწარმოებდა.
გამოძიების ფარგლებში, ბრალი ხუთ სამხედრო მოსამსახურეს წარედგინა, საიდანაც ერთი პირი – ირაკლი სამხარაძე – ბრალდებულია სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი), დანარჩენი ოთხი სამხედრო კი ბრალდებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე (სსკ-ის 376-ე მუხლი).
სამხედრო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ირაკლი სამხარაძე პატიმრობაში დატოვა. დანარჩენი 4 ბრალდებული – 5 ათას ლარიანი გირაოთი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები