მიხეილ ბატიაშვილი: განათლების მიმართულებას სისტემური განახლება სჭირდება

„განათლების მიმართულება საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს და სისტემურ განახლებებს, რომ მოხდეს სრული გაჯანსაღება“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, ზემოხსენებულთან დაკავშირებით, განათლების რეფორმასთან ერთად, სამინისტროს ექნება მნიშვნელოვანი სიახლეებიც, რომლის შესახებაც ინფორმაციას საზოგადოებას სექტემბერში წარუდგენს.
„რეფორმასთან დაკავშირებით, იქნება დეტალური პრეზენტაცია და გეგმა, თუ როგორ მოხდება განათლების სისტემის გაუმჯობესება ყველა მიმართულებით“, – აცხადებს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები