ბილბაოში სამი ქართველი მამაკაცი ქურდობის ფაქტზე დააკავეს

გასულ კვირას, ესპანეთში, ბილბაოს პოლიციამ, სახლების გაქურდვის ფაქტზე, 39, 46 და 47 წლის სამი ქართველი მამაკაცი დააკავა.
დანაშაულებრივი ჯგუფი მუდამ ერთსა და იმავე საათებში, შუადღეს მუშაობდა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ მოსახლეებს. სანამ მსხვერპლი სახლიდან გავიდოდა, დამნაშავეები ზღურბლზე რაიმე ნივთს ტოვებდნენ, რომ კარი ბოლომდე არ მიხურულიყო. ამ და კიდევ სხვა საშუალებებით, ისინი ბინაში აღწევდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები