ავარია ბათუმში-დაშავებულია ორი ადამიანი

ბათუმის ესტაკადასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულია ორი მოქალაქე.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა პაციენტები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ”მედცენტრში” გადაიყვანეს. თვითმხილველების თქმით, დაშავებულები მძღოლები არიან.

ავარიის გამო, ამ ეტაპზე ესტაკადაზე მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად არის შესაძლებელი.

შემთხვევის ადგილზე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთლობის დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები