სასამართლომ მეუღლის ქამრით ცემისთვის ბრალდებულს 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული ჩ.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ჩ.ა.-მ ძალადობა განახორციელა მეუღლის თ.ა.-ს მიმართ, რა დროსაც ტყავის ქამარი და მუშტი რამდენჯერმე დაარტყა ზურგის არეში.
სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ ჩ.ა. მეუღლესთან თანაცხოვრების ბოლო ორი წლის მანძილზე სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების გზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა დაზარალებულზე. ჩ.ა.-ს ქმედებით თ.ა.-მ ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა განიცადა.
სამართალდამცველებმა ჩ.ა. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ჩ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები