ირანის მოქალაქეებს, რომლებიც ნარკოტიკს სხეულში ინახავდნენ, პატიმრობა შეეფარდათ

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულებს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს – შ.ჰ.-ს და ბ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ შ.ჰ.-მ – 52,7647 გრ, ხოლო ბ.მ.-მ – 83,2132 გრ. ,,ჰეროინი“ და თავიანთ სხეულში ინახავდნენ.
გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, შ.ჰ. და ბ.მ. სამართალდამცველებმა 2018 წლის 2 სექტემბერს სადახლოში დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას, სხეულში აღმოჩენილი იქნა აღნიშნული ოდენობის ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი“.
საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა შ.ჰ.-ს და ბ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) წარუდგინა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. შ.ჰ.-სთვის და ბ.მ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად, 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები