გია ვოლსკი: სემ პატენი მუშაობდა მიხელ სააკაშვილთან, იგი თავის თავს მოიხსენიებს როგორც მისი პარტიის „ჩრდილოვან მენეჯერს“

სემ პატენი მუშაობდა მიხელ სააკაშვილთან, იგი თავის თავს მოიხსენიებს, როგორც მისი პარტიის „ჩრდილოვან მენეჯერს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
,,ნურავინ წარმოიდგენს, რომ ლობისტური საქმიანობა უკანონობას წარმოადგენს, მაგრამ ეს საქმიანობა მკაცრად ლიმიტირებული და დადგენილ წესებს უნდა ექვემდებარებოდეს. არ შეიძლება, რომ ადამიანი ლობირებას უწევდეს რომელიმე პოლიტიკურ გუნდს, და ამის თაობაზე არ ქონდეს ოფიციალურად განცხადებული და მითუმეტეს, არ ქონდეს შემოსავალი დაფიქსირებული და ხელშეკრულების გარეშე ახორციელებდეს ამ საქმიანობას.
სემ პატენი მუშაობდა მიხელ სააკაშვილთან როგორც ლობისტი და უფრო მეტიც, იგი თავის თავს მოიხსენიებს როგორც ამ ლიდერის და მისი პარტიის „ჩრდილოვან მენეჯერს“ . ახლახანს გამოვლინდა რომ ამ ადამიანმა ლობისტობა გაუწია იანუკოვიჩთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პირებს და 50 000 $საფასურად მოსაწვევები „გაუჩარხა“ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე. რასაც სკანდალი მოყვა, რადგან ეს თემა არ იყო და ოფიციალურად დეკლარირებული. აქედან გამომდინარე, კითხვები გაჩნდა სააკაშვილის მიმართაც, თუ მუშაობდა მასთან და რა პერიოდში.
რაც შეეხება ამ ადამიანის ჩვენთან კავშირს: აღნიშნული პიროვნება, მას მერე რაც სააკაშვილთან ლობისტური საქმიანობა დაასრულა, მუშაობდა ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის „თავისუფალი დემოკრატებისთვის“. კოალიციის შექმნის შემდეგ, სადაც გაერთიანდნენ „თავისუფალი დემოკრატები“ და მათთან ერთად ჩვენს პოლიტიკურ გუნდს დაუკავშირდა სემ პატენიც, როგორც პოლიტიკური ლობისტი და განსხვავებით სააკაშვილისგან, ჰქონდა კონტრაქტი და შესაბამისი ანაზღაურებას, თუმცა ეს კონტრაქტი ძალიან მალე დამთავრდა”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები