მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ქალაქ ავეტრანაში, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე გ.ბ. დააკავეს.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გ.ბ. საფრანგეთში ცხოვრობდა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში, ბინას ავეტრანაში ქირაობდა.
როგორც სამართალდამცველებმა დაადგინეს, ბინაში, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ქირაობდა, ბინის მეპატრონე მეგობარ კაცთან ერთად მივიდა და მდგმურს ქირის გადახდა მოსთხოვა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.კამათი ჩხუბში გადაიზარდა და შედეგად, საქართველოს მოქალაქემ ბინის მეპატრონის მეგობარი დანით ყელის არეში დაჭრა.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები