რუსეთში შესაძლოა, ტვიტერი დაბლოკონ

   რუსეთის ტერიტორიაზე მიკრობლოგ სევის ტვიტერის დაბლოკვა გარდაუვალია. რუსეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების და მასობრივი კომუნიკაციების ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილის მაქსიმ ქსენზოვის განცხადებით, მიკრობლოგების სერვისი ტვიტერი მიზანმიმართულად აკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგას. მისივე თქმით, ,,თუკი ფეისბუქი და YouTube-ი ჩვეულებრივად იღებენ შენიშვნებს და ქსელიდან იღებენ ,,უკანონო ინფორმაციას“, ტვიტერი ხშირად ამის კატეგორიული წინააღმდეგია”.
,,ეურჩებიან რა ჩვენს მოთხოვნებს, ისინი სპეციალურად ქმნიან ისეთ ვითარებას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ამ სერვისის ბლოკირება გარდაუვალი ხდება“, -განაცხადა მაქსიმ ქსენზოვმა. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ კომპანია ტვიტერის თანამშრომელი, რომელიც სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაზე არის პასუხისმგებელი, ამერიკის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მრჩეველია. როგორც ქსენზოვი აღნიშნავს, ,,მას აქვს განცდა, რომ ტვიტერი პოლიტიკური ინფორმაციის გატარების გლობალური ინსტრუმენტია“და რუსეთის საშუალებით, ,,აუდიტორიას თავისი მიზნების მისაღწევად იყენებენ“.
1 აგვისტოდან რუსეთში ამოქმედდება კანონი, რომლის თანახმადაც ბლოგერები ვალდებულნი არიან, 3 ათასამდე აუდიტორია დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ფედერალურ სამსახურში დარეგისტრირდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები