ახმეტაში მომხდარი ავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალავერდთან, ერთმანეთს „ბე-ემ-ვესა“ და „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, მძღოლმა და მგზავრმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები