საგარეჯოში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, პრევენციულ ღონისძიებებს აგრძელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საგარეჯოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა სოფელ კოჯბაანში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, 8 კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილი დაილუქა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები