რუსეთის ფედერაციის ზედამხედველობის სამსახურის თავმჯდომარე ფეისბუქსა და ტვიტერს ბლოკავს
რუსეთის ფედერაციის ზედამხედველობის სამსახურის თავმჯდომარის მაქსიმ ქსენზოვის თქმით, სოციალური ქსელების ბლოგერები ვერცერთ სოციალურ ქსელში ვერ გაავრცელებენ დაუზუსტებელ ინფორმაციას და ვერ გამოიყენებენ უცენზურო სიტყვებს. ისინი ვალდებულები არიან, დააზუსტონ ინფორმაცია იურიდიულ თუ ფიზიკურ პირზე და მხოლოდ ამის შემდეგ გაავრცელონ.
ასევე ეს კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფ რუსულენოვან საინფორმაციოებსაც შეეხება,- განაცხადა ქსენზოვმა: „კანონის მოქმედება მხოლოდ პასპორტზე არ არის დამოკიდებული. ეს შეეხება ყველა იმ პირს, ვინც რუსულ ენაზე წერს და ამით რუსეთის აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა სურს.“ „ჩვენ ხვალვე შეგვეძლება, რამდენიმე წუთით რუსეთში ტვიტერი და ფეისბუქი გავთიშოთ. ამაში ვერანაირ რისკს ვერ ვხედავთ. თუ შევამჩნევთ, რომ შედეგი რუსეთის საზოგადოებას ნაკლებად დააზიანებს, ვიდრე მას საერთაშორისო კომპანიები აყენებენ, მაშინ ჩვენ კანონით ვიმოქმედებთ“.