სასამართლომ ბრალდებულს, რომელიც ქალს ლიფტში თავს დაესხა და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს, რომელიც ქალს ლიფტში თავს დაესხა და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის მასალების თანახმად, პროკურატურა 25 წლის გერმან ჩერნიავსკის განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობაში სდებდა ბრალს.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი თვის წინ, 25 წლის გერმან ჩერნიავსკი ახალგაზრდა ქალს ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში თავს დაესხა და დაახლოებით 62 ჭრილობა მიაყენა. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამდენიმე ხნის განმავლობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. რაც შეეხება ბრალდებულს, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული ერთ-ერთ სასტუმროსთან, მომხდარის შემდეგ, რამდენიმე დღეში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები