ელენე ხოშტარია: გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება სამწუხარო და გაუგებარია
“პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება, „პასუხისმგებლობის აცილება, სამწუხარო და გაუგებარი პოზიციაა“, – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
“პირველ რიგში, გაუგებარია ის ფაქტი, რომ როცა საზოგადოებაში პრეზიდენტის პოზიციის მოლოდინია, ბოლო მომენტამდე მიიყვანო ამ პოზიციის გაჟღერება. მით უმეტეს, მაშინ, როცა არჩევნები არის საშუალება, რომ ქვეყანაში დაგროვილ პრობლემებს ებრძოლო, რაც “ქართული ოცნების” მმართველობის დროს დაგროვდა, რაზეც მათ შორის პრეზიდენტიც იზიარებს პასუხისმგებლობას, ხოლო უარის თქმა ბრძოლაზე არის პასუხისმგებლობის აცილება, სამწუხარო და გაუგებარი პოზიცია, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტი იყო. ოპოზიციას ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, რომ “ქართული ოცნება” ამ ბრძოლაში დავასუსტოთ და დავამარცხოთ”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.