დავით ქართველიშვილი: შესაძლოა უკრაინის მხარე 15 მაისს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრაზე არც მივიდეს, რადგან ზელენსკის ევრობიუროკრატია მართავს, რომელთაც ეს მოლაპარაკება არ აწყობთ

„ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა, მედიასთან 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრისა და მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, შესაძლოა უკრაინის მხარე 15 მაისს ,სტამბოლში რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრაზე არც მივიდეს, რადგან ზელენსკის ევრობიუროკრატია მართავს, რომელთაც ეს მოლაპარაკება არ აწყობთ.

„კომპრომისები, კერძოდ კი, ფრონტზე მშვიდობის დამყარება პუტინმა თავიდანვე უარყო – არანაირი ერთთვიანი სამშვიდობო ზავი, მოლაპარაკებების დაწყება – კი ბატონოო. ასევე, გაურკვეველია ვინ იგულისხმება სტამბოლის შეხვედრაში მონაწილე მხარეებად, ანუ ვინ წარმოადგენს ორივე მხარეს 15 მაისს; მესამე – შეიძლება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს უკრაინის რომელიმე წარმომადგენლის სტამბოლში ჩასვლა, რადგან ევროპელი ლიდერების ნაწილმა შეიძლება მათ უბრალოდ აუკრძალონ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება, რადგან იმ წინაპირობაში, რაც პუტინისთვის ცალსახაა და დანარჩენ ვარიანტს არც განიხილავს, რომ ყირიმი და უკრაინის ოთხი ოლქი – დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი რუსეთს ეკუთვნის, ევროპელი ლიდერების ნაწილი სათავისო პერსპექტივას ვერ ხედავს. ეს საკითხი კი თუ არ განიხილება, არც მესმის, სხვა რაზე უნდა ილაპარაკონ, გინდა სტამბოლში და გინდა – მსოფლიოს ნებისმიერი სხვა წერტილში. ამიტომ, უნდა დაველოდოთ 15 მაისს – საერთოდ, შედგება ეს შეხვედრა? ეჭვი მაქვს, რომ უკრაინის რომელიმე წარმომადგენელი სტამბოლში ჩავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ზელენსკის ამისკენ მოუწოდებს. ეს კი იმ მიზეზითაა, რომ ზელენსკის დღეს მართავს არა ტრამპი, არამედ, ევრობიუროკრატია და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად, მათ ბრძანებებს შეასრულებს”, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები