„ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მოსკოვი იქნება, ბრიუსელი თუ რომელიმე ქალაქი, როდესაც ვიღაცის ვასალი ხარ, ვასალი ხარ და ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ქვეყანა ასეთი დამოკიდებულებისგან“ – მაჭავარიანი
“არიან ადამიანები, რომლებიც ხან მჩხიბავებს მოიყვანენ აქციაზე, ხან რაღაც რიტუალებს ატარებენ, კუბოს წვავენ და ა.შ. მათ აღიზიანებთ ისეთი ტიპის ბანერები, რომლებიც გულისხმობს, რომ არავის არ დავემონებით. მათ ვიღაც უნდა კარნახობდეს დღის წესრიგს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ბარათაშვილის ხიდზე ბანერის დაზიანებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მოსკოვი იქნება, ბრიუსელი იქნება თუ რომელიმე ქალაქი იქნება, როდესაც ვიღაცის ვასალი ხარ, ვასალი ხარ და ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ქვეყანა ასეთი დამოკიდებულებისგან“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, „საქართველო აღარავის დაემონება“ – ბარათაშვილის ხიდზე ბანერი ორმა ადამიანმა ბასრი საგნით დააზიანა.