აბასთუმანში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ აბასთუმანში, აგვისტოს თვეში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით განახორციელა.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ავტომატური სადგური, 24 საათის განმავლობაში, განთავსებული იყო სპეციალისტების მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე. მობილური სადგურის საშუალებით, ჰაერში უწყვეტ რეჟიმში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების შემცველობა გაიზომა: მყარი ნაწილაკები (PM10 და PM2.5), გოგირდისა და აზოტის დიოქსიდები, აზოტის ოქსიდი და NOx, ოზონი და ნახშირბადის მონოოქსიდი.
გაზომვების შედეგად, აბასთუმანში ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა და მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების ზღვრულ მნიშვნელობებზე გადაჭარბება არ აღინიშნა.
გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს მობილური ავტომატური სადგურით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს, საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, აბასთუმანშიც. ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაცია განთავსდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს კვლევების შედეგად მიღებულ მონაცემებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები