„საშინლად მრცხვენია გურამ კაშიას წინააღმდეგ წარმოებული საზიზღარი კამპანიის გამო”

„საშინლად მრცხვენია გურამ კაშიას წინააღმდეგ წარმოებული საზიზღარი კამპანიის გამო!“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„საშინლად მრცხვენია გურამ კაშიას წინააღმდეგ წარმოებული საზიზღარი კამპანიის გამო!“,- შეწყვიტეთ ეს ფსიქოტერორი! ამაზრზენია ეს ყველაფერი!“,- წერს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს გადაწყვეტილებით, „თანასწორი თამაშის“ ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გახდა. ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ქართველი გულშემატკივრების ნაწილმა გურამ კაშიას მიმართ ნეგატიური კამპანია წამოიწყო. ამასთან, ნეგატიური კომენტარები კეთდებოდა ფეხბურთელის გვერდზე „ფეისბუკში“, რის გამოც, გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი გააუქმა.
ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა ასევე სოციალურ ქსელში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია წამოიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები