უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც ანაკლიაში ქალი გააუპატიურა, პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ პროკურორ მაია ჯაბუას შუამდგომლობით მოიღო.

სასამართლო პროცესი ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნით დახურული იყო.

28 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1995 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიციამ გაუპატიურების ბრალდებით თბილისის აეროპორტში დააკავა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა სოფელ ანაკლიაში, ქალთან, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, სქესობრივი კავშირი იძულებით დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

გამოძიება გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები