აქციას „დაგვიბრუნეთ ჩვენი გოგონები“ მთელი მსოფლიო უერთდება

     აქციას – „BringBackOurGirls” (დაგვიბრუნეთ ჩვენი გოგონები) მთელი მსოფლიო უერთდება. დღეს ამ ლოზუნგმა რუსი მსახიობი რენატა ლიტვინოვა და მოდელი ირინა შეიკიც გააერთიანა. აქცია300 ნიგერიელი გოგონას გადასარჩენად იმართება, რომლებიც ტერორისტულმა ორგანიზაცია „ბოკო ხარამმა“ გაიტაცა და მათ ისლამური სარწმუნოება იძულებით მიაღებინა. აპრილში მომხდარი ტრაგედია ტერორისტებმა იმით ახსნეს, რომ ნიგერიელ გოგონებს არ სჭირდებათ დასავლური განათლება, თუმცა ახლა მათ აზრი შეეცვალად, ისინი იმუქრებიან გოგონების იძულებითი გათხოვებით, მათი გაყიდვით, ან ნიგერიის ხელისუფლება გოგონების სანაცვლოთ ტერორისტებს გაუშვებს. ამ აქციაში აქტიურად არიან ჩართულები აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა, მომღერალი ალიშა ქის, მსახიობი ანჯელინა ჯოლი, ეშთონ ქაჩერი, შონ პენი და ა.შ. მსოფლიო ამ აქციას იმ იმედით ატარებს, რომ ნიგერიის ხელისუფლება და სხვა უწყებები გადარჩენენ გოგონებს. აქციაში მონაწილეობანებისმიერ მსურველს შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები