„ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაცია არ გაუარესებულა“
ქვეყანაში კრიმინოგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კრიმინოგენური სიტუაცია ქვეყანაში არ გაუარესებულა და ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც მეტყველებს.
„ჩვენ წარმოვადგინეთ ანგარიში და ის სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ანგარიში საჯაროა და ნებისმიერს შეუძლია ნახოს”, – განცხადა იზორიამ.