გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: ის, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ერთადერთმა შემფასებელმა, რასაც ჰქვია ეუთო/ოდირი დასკვნა დაწერა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, აბსოლუტურად უვნებელყოფილია
“მაინც რომ წერ რეზოლუციაში ახალ არჩევნებს, უკვე ნიშნავს, რომ ამ ტიპის რეზოლუციას აღარავითარი ფასი არ აქვს, “- ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ის, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ერთადერთმა შემფასებელმა, რასაც ჰქვია ეუთო/ოდირი დასკვნა დაწერა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, აბსოლუტურად უვნებელყოფილია. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით. მაინც რომ წერ რეზოლუციაში ახალ არჩევნებს, უკვე ნიშნავს, რომ ამ ტიპის რეზოლუციას აღარავითარი ფასი არ აქვს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
“ქრონიკის” ინფორმაციით, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. ანგარიშში კვლავ მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ასევე გვხვდება მოწოდება სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარებასთან დაკავშირებით.
რეზოლუციის ავტორმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშს აბსოლუტური უმრავლესობით მიიღებენ, თუმცა დოკუმენტის შინაარსს ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი არ იზიარებს და საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე ამახვილებენ ყურადღებას.