81 წლის ასაკში ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, ჯონ მაკკეინი 81 ასაკში გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, სიცოცხლის ბოლო წუთებში მის გვერდით მეუღლე და შვილები იმყოფებოდნენ. ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი გასული წლის ზაფხულში დაუსვეს. ის იმ პერიოდიდან მოყოლებული მკურნალობის კურსს გადიოდა. 24 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა, სპეციალურ მკურნალობაზე უარი თქვა.

მაკკეინი იყო პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ 2000 წლის არჩევნებში, თუმცა ის ჯორჯ ბუშმა დაამარცხა.

მაკკეინს ვიეტნამის ომის გმირის წოდება ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები