ვალერი ხაბურძანია- სააკაშვილზე: ამან ისე იცის ბლოკჩეინი, როგორც მე ჩინური

მან ისე იცის ბლოკჩეინი, როგორც მე ჩინური (ასე იტყვიან) ან ვითომ ისე ძულს ბანკები, როგორც ლენინს ბურჟუაზია,-ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ვალერი ხაბურძანია გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „მიხეილ სააკაშვილი რუსული ბლოკჩეინ კომპანიის ბრენდის ელჩი გახდა და ის ბანკების მოშორებას ითხოვს.

„ფაქტია, სააკაშვილიც მიხვდა, რომ რუსეთი ჯობია და რუსული ფულიც არ ყარს, თუმცა ვარდების გადატრიალების პერიოდშიც კარგად იყენებდა რუსეთიდან გამოგზავნილ მატერიალურ საშუალებებს“- წერს ვალერი ხაბურძანია ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები