“ის, რომ მერკელის დონის ლიდერი მიდის საოკუპაციო ხაზზე, ამით აფიქსირებს საკუთარ პოზიციას ოკუპაციის დაუშვებლობის მიმართ”

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარი ნარჩემაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე საოკუპაციო ხაზთან გერმანიის კანცლერის ჩასვლის ფორმატთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
„აჟიოტაჟისთვის თუ რატომ მიდის კანცლერი მერკელი საოკუპაციო ხაზის მოსანახულებლად მარტო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის ჩატარებული ბრიფინგების ფორმატია ასეთი და არცერთ სხვა შემთხვევაში, როდესაც ამას აკეთებს სადამკვირვებლო მისია მასპინძელი ქვეყნის დელეგაცია იქ არასდროს არის წარმოდგენილი. ასე იყო ტუსკის, მოგერინის და სხვა შემთხვევებშიც.
ჩემი მოსაზრებით ეს საკითი სადისკუსიოდაც არ უნდა გაგვეხადა, უფრო მნიშვნელოვანია ის რომ მერკელის დონის ლიდერი მიდის საოკუპაციო ხაზზე, ამით აფიქსირებს საკუთარ პოზიციას ოკუპაციის დაუშვებლობის მიმართ, საკუთარი თვალით ნახულობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგებს და რაც ასევე მნიშვნელოვანია მიდის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად რითიც ევროკავშირის წამყვანი ქვეყანა – გერმანია ხაზს უსვამს ევროკავშირის მნიშვნელივან როლს ადგილზე უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში. ასე შეხედეთ. ქვეყნისთვის ასეა უკეთესი!
მაგალითისთვის ვურთავ ბმულებს
ტუსკის (https://eumm.eu/…/press_and_public_informati…/features/5244/), მოგერინის (https://eumm.eu/…/press_and_public_informati…/features/5283/), ესტონეთის პრეზიდენტის (https://eumm.eu/…/press_and_public_informati…/features/6044/), ლიტვის პრემიერის (https://eumm.eu/…/press_and_public_inf…/press_releases/6159/) და ა.შ.” – წერს მარი ნარჩემაშვილი.
გერმანიის კანცლერი ბოლოს საქართველოში 10 წლის წინ, 2008 წლის 17 აგვისტოს იმყოფებოდა. საქართველოში ჩამოსვლამდე იგი სოჭში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გამართა.
მერკელმა აგვისტოს ომის რუსული ვერსია მოისმინა და შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები