ნინო ზამბახიძე: ახალი გუბერნატორების შემადგენლობამ გამახარა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ახალი გუბერნატორების დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ვთვლიდი და ვთვლი, რომ რეგიონებისთვის გადამწყვეტი განვითარების კუთხით არიან გუბერნატორები! უნდა ვთქვა ისიც, რომ წინა გუბერნატორებთან (ლევან ზაუტაშვილთან და გიგა ნემსაძესთან) ბავშვობის მეგობრობის გარდა, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მჭიდრო ურთიერთობა მაკავშირებდა, ძალიან დიდი დახმარება გაუწიეს ფერმერებს, რაც დასაფასებელია, მეწყინა მათი წასვლა, მაგრამ ახალი გუბერნატორების შემადგენლობამ გამახარა.

ალეკო მოწერელიას ვიცნობ წლებია, თხილის ასოციაციის პრეზიდენტი იყო და მახსოვს როგორ ზრუნავდა თითოეულ მეთხილეზე, ექსპორტზე და სტანდარტებზე. დარწმუნებული ვარ, ბევრს გაუკეთებს სამეგრელოს.

რაც შეეხება შაკო კერესელიძეს, ცოტა ადამიანი ვიცი, ასე სოფლის მეურნეობაზე გადამკვდარი და რეგიონების განვითარებაზე ორიენტირებული და ვთვლი, რომ მცხეთა-მთიანეთსაც მაგრად გაუმართლა! რაც შეეხება გიგი ხოჯევანიშვილს, დიდი ხანია, სოფლის მეურნეობის ბიზნესებიდან ვიცნობ და არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, გორში რამეზე მელაპარაკა და გიგი არ მოეყვანათ მაგალითად. დარწმუნებული ვარ, ბევრ სასიკეთო საქმეს გაუკეთებს შიდა ქართლს!

დანარჩენებს არ ვიცნობ და იმედია, ისინიც ღირსეულად წარმართავენ თავიანთ საქმიანობას! წარმატებას გისურვებთ თქვენ, ჩვენს რეგიონებს და ჩვენს ქვეყანას“,- წერს ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები