„ჩვენი სურვილია, სულ უფრო მეტი მოქალაქისთვის გახდეს საქართველოს რეგიონები საცხოვრებლად და სამუშაოდ მიმზიდველი“

“ჩვენი ამოცანაა აღმოვფხვრათ რეგიონული უთანაბრობა, ჩვენი სურვილია, სულ უფრო მეტი მოქალაქისთვის გახდეს საქართველოს რეგიონები საცხოვრებლად და სამუშაოდ მიმზიდველი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს ყველაფერი პრემიერის მიერ დაანონსებული ინკლუზიური ეკონომიკური ზრდით მიიღწევა.
“წარმატებებს ვუსურვებ ახალ რწმუნებულებს ამ საქმეში. რეგიონებში ბევრი საქმეა, ჩვენი ამოცანაა, აღმოვფხვრათ რეგიონული უთანაბრობა, ჩვენი სურვილია, სულ უფრო მეტი მოქალაქისთვის გახდეს საქართველოს რეგიონები საცხოვრებლად და სამუშაოდ მიმზიდველი, ეს ყველაფერი კი მიიღწევა პრემიერის მიერ დაანონსებული ინკლუზიური ეკონომიკური ზრდით. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია რეგიონების ეკონომიკური პოტენციალისა და შესაძლებლობების გამოყენება და ამ პროცესში რწმუნებულების როლი.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რწმუნებულებმა მთავრობასა და ხალხს შორის ძლიერი ხიდის ფუნქცია იქონიონ. ნებისმიერი საკითხი, რომელიც ადგილზე მოსახლეს აწუხებს, შესაძლებელია გადაწყდეს ხალხთან ძლიერი და მუდმივი კომუნიკაციის პირობებში. წარმატებებს ვუსურვებ მათ ამ საქმეში“,- წერს ზაზა გაბუნია.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 7 რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები