„თალიბანის“ მებრძოლებმა სამი ავტობუსის 170 მგზავრი გაიტაცეს

ჩრდილოეთ ავღანეთში, კუნდუსის პროვინციაში, რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლებმა სამი ავტობუსის მგზავრები გაიტაცეს.
ავტობუსი, სადაც 170 მგზავრი იმყოფებოდა, ტაჰარიდან ქაბულისკენ მიემართებოდა. უცხოური მედიის ცნობით, „თალიბანის“ წევრებმა გატაცებული მგზავრები სოფელ ნიკიეში გადაიყვანეს.
ამ წუთებში, ადგილობრივი ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურები სოფლის მიმდებარედ იმყოფებიან და გატაცებული მგზავრების გასათავისუფლებად, სპეცოპერაციას ატარებენ.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ავღანეთის პრეზიდენტმა, აშფათ განიმ „თალიბანის“ ლიდერებს დროებით, სამთვიანი შერიგების პროცესისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები