დავით დარახველიძე დევნილთა მისაღებ ცენტრს გახსნის
დღეს, 14:00 საათზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე დევნილთა ახალ მისაღებ ცენტრს გახსნის.
მისაღები ცენტრის გახსნას ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრებიან. მისაღები ცენტრის გახსნის ღონისძიებას სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო ორგანიზაციებისადა ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.