არჩილ თალაკვაძე: საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს

„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და ჩვენი სუვერენიტეტი დაცული და გარანტირებული იყოს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ შამბას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე განმარტებით, ოკუპაცია რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.
„საქართველოს საზღვრები არის აღიარებული და ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ფორმატები, სადაც საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერა აქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან პოლიტიკას და ვფიქრობ, მაშინვე, როგორც კი ოკუპაცია დასრულდება, საქართველო კიდევ უფრო მტკიცე და ჩქარი ტემპით განაგრძობს განვითარებას. განწყობა, რომელიც არის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან იქ უბრალო ადამიანები ხედავენ, რომ იმ მილიტარისტულ რიტოტიკას და საოკუპაციო პოლიტიკას, რომელიც რუსეთს აქვს, მათთვის არ მოაქვს წინსვლა და განვითარება მაშინ, როდესაც ჩვენი ინიციატივით – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, მთლიანად ვუზიარებთ ჩვენს აფხაზ ძმებს როგორც სოციალურ, ასევე, საგანანათლებლო და ეკონომიკურ პროგრამებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ  გამოცემა „ეხო მასკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.
„საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი, თუმცა ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ“, – განაცხადა შამბამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები